სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბუკისციხის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 240 მ. ჩოხატაურიდან 9 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 28 კმ. XIX საუკუნეში სოფელი გამორჩეული იყო თამბაქოს უხვი პლანტაციებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა. სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.